Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ვალერი არღუთაშვილმა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მოიპოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ვალერი არღუთაშვილმა, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევითი გრანტი ახალგაზრდა მეცნიერებისათვის მოიპოვა.

სტიპენდიის ფარგლებში ვალერი არღუთაშვილი გერმანიაში, იენის ფრიდრიხ-შილერის სახელობის უნივერსიტეტში განახორციელებს კვლევას- ,,აგროტურიზმის სექტორში მეწარმეობის გერმანული გამოცდილების დანერგვის შესახებ საქართველოში“.